2003-2009





ნინო ლიკუჩოვა




ჩანთები








Giorgio Armani





ფეხსაცმელი






კაბები












ანანასის დიეტა-შედეგი:კვირაში 3 კილოგრამი.
ამისთვის კილო-ნახევარ ანანასს გაასუფთავებთ,გათქვეფთ ბლენდერში კანიანად და ჩაასხამთ სამლიტრიან ქილაში, დაასხამთ ნახევარ ლიტრ ჭაჭის არაყს და ქილას 10 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას მოათავსებთ.ამის შემდეგ იწყებთ დიეტას: ჭამამდე 10 წუთით ადრე ერთ ჩაის კოვზ მიღებულ მასას დალევთ და მიირთმევთ, რასაც მოისურვებთ.


უთხარი “არა” ზედმეტ კილოგრამებს
მიქელანჯელო ამბობდა:”მშვენიერი ქანდაკების შექმნა ძალიან მარტივია-უნდა აიღო მარმარილო და ყველაფერი ზედმეტი მოაშორო.”როგორ მოვიქცეთ მაშინ,როდესაც მშვენიერების გამოძერწვა ჩვენი სხეულებიდან გვინდა?
ზამთარში მომატებულ კილოგრამებს ადვილად ვმალავთ,მაგრამ ზაფხულში ეს ძალიან რთულია.გასახდომად ბევრი ქალი თავს არ ზოგავს და მთელ დღეს ფიტნეს კლუბში ატარებს,თუმცა ხშირ შემთხვევებში შედეგი არასახარბიელოა.არც თუ იშვიათად შურით ვუყურებთ ცისფერი ეკრანებიდან მომღიმარ მომღერლებსა და მსახიობებს,რომელთაც ზედმეტი წონა არ აწუხებთ.სინამდვილეში მათი იდეალური ფორმები მუდმივი დიეტების შედეგია.დროდადრო ტრენაჟორების დარბაზში სტუმრობაც აუცილებელია.
მაკარონი,ბრინჯი,ღორისა და ცხვრის ხორცი,ბანანი,ქლიავი,თეთრი პური,ყველანაირი ცხიმი…ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროდუქტებისა,რასაც ცნობილი ადამიანები საკუთარ თავს უკრძალავენ.ჯულია რობერსთი იდეალურ წუნას ხაჭოსა და კარტოფილის დიეტით აღწევს.იგი ამტკიცებს,რომ ამ გასახდომი საშუალებით 3 დღეში 2 კილოგრამს იკლებს.კაილი მინოუგი გადადუღებული წყლის,მადონა-ლიმნის,ხოლო ნიკოლ კიდმანი ბოსტნეულისა და ხილის დიეტით ინარჩუნებენ უნაკლო სხეულს.
Skinny Cow-ს გამოკვლევების მიხედვით,წონის დასარეგულირებლად სატრენაჟორო დარბაზში სიარული და რთული დიეტის დაცვა აუცილებელი სულაც არ არის.”შოპინგი”-აი,ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება.გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა,რომ საყიდლებზე სიარულის დროს ქალის ორგანიზმი ყოველწლიურად 48 000 კალორიას წვავს,ანუ სეზონზე 12 000.3000გამოკითხული ქალიდან 52%-მა აღიარა,რომ “შოპინგის” დროს უფრო იღლება,ვიდრე ფიტნეს კლუბში ვარჟიშის შემდეგ.
ბევრი მიმდევარი ჰყავს,ე.წ. “ფერად დიეტას”.მისი მთავარი არსი ის არის,რომ კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი ფერის საკვები უნდა მიირთვათ,მომდევნო კვირას კი ფერი უნდა შეცვალოთ.არსებობს შოკოლადის,გრეიფუტის,კეფირის,ღვინის,ლიმნის წვენისა და სხვა უამრავი დიეტა.არჩევანი თქვენზეა.სანამ დიეტის დაცვას გადაწყვეტთ,გაითვალისწინეთ,რომ იგი ეჭვიანი შეყვარებულივითაა-ღალატს არ გაპატიებთ.როგორც კი მის წესებს დაარღვევთ-დაკარგული კილოგრამები უკან დაგიბრუნდებათ.

ნათია ცისკარაშვილი



4 კილო 10 დღეში
დიეტა რომელიც ხელმისაწვდომია

უზმოზე, საწოლშივე 1 დიდი ჭიქა წყალი

10 საათზე – 2ც. ვაშლი
12 სთ-ზე – უშაქრო ყავა
14 სთ-ზე- 2ც. მოხარშული სოსისი
16-სთ-ზე -1ც. მოხარშული კვერცხი
18 სთ-ზე – რძიანი შოკოლადი ქიშმიშით და თხილით, 100გრ პლიტკის 1/3
20 სთ-ზე – 2ც. კიტრი
22 სთ-ზე – 1 ჭ. მაწონი

« Older entries