მოდური ტენდენციები 2010

მოდური ტენდენციები 2010
იმედები გაუცრუვდათ მათ,ვისაც ეგონათ,რომ შარშანდელ ტანისამოსს
წელსაც ჩაიცვამდა.2010 წლის მოდური ტენდენციები რადიკალურად განსხვავდება გასულისგან.მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები გვირჩევენ,რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს ქალურობას,სილამაზესა და სინაზეს.
გარდერობის მთავარ ელემენტად ითვლება მეტალის მკვეთრი,მდიდრული აქსესუარები,დიდი,მასიური მარგალიტები და ჯაჭვის ბევრი დამკაული. სეზონის ძირითადი ფერებია შავი,თეთრი,ოქროსფერი და ვერცხლისფერი.რაც შეეხება
მწვანეს,2010 წელს იგი მეორე ფერია შავის შემდეგ.გარდერობის შევსება ასევე შეგვიძლია ნაცრისფერით,იასამნისფერითა და ლურჯით. დიზაინერები გვირჩევენ,რომ არ გამოვეწყოთ ღია ფერის სამოსში.განსაკუთრებით ვერიდოთ წითელს.
აღსანიშნავია,რომ 2010 წლის მოდური სამოსი საკმაოდ თამამი და წინა,2009 წლისგან რადიკალურად განსხვავებულია.კაბის სიგრძე მინიმუმამდეა დაყვანილი,შესაბამისადმოდაშია წვრილი ქამრები და პატარა ზომის ჩანთები.სეზონის ჰიტად კი თვლიანი და ნაქარგებიანი კოლგოტები ითვლება.
რაც შეეხება ფეხსცმელს,წელს აქტუალურია მაღალყელიანი ჩექმები,ფართო,თავისუფალი ყელით(ე.წ. “ბოთფორდები”) და კლასიკური ფეხსაცმელი მინიმუმ 11-15 სამტიმეტრიანი ქუსლით.დიზაინერები “იმედებს გვაძლევენ”,რომ მომავალ წელს ქუსლის ზომა კიდევ გაიზრდება და 20-22 სანტინეტრსაც მიაღწევს.
ყველას სხვადასხვა აზრი აქვს ტანსაცმლის დიზაინთან დაკავშირებით,მაგრამ ფაქტია,რომ მოზარდები წინა წლებთან შედარებით,ბევრად უკეთ იცვამენ.ისინი ბევრად კარგად გაერკვნენ მოდის ხელოვნებაში და ცდილობენ საკუთარი სილუეტი ლამაზად გამოაჩინონ.

ნათია ცისკარაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: