უთხარი “არა” ზედმეტ კილოგრამებს
მიქელანჯელო ამბობდა:”მშვენიერი ქანდაკების შექმნა ძალიან მარტივია-უნდა აიღო მარმარილო და ყველაფერი ზედმეტი მოაშორო.”როგორ მოვიქცეთ მაშინ,როდესაც მშვენიერების გამოძერწვა ჩვენი სხეულებიდან გვინდა?
ზამთარში მომატებულ კილოგრამებს ადვილად ვმალავთ,მაგრამ ზაფხულში ეს ძალიან რთულია.გასახდომად ბევრი ქალი თავს არ ზოგავს და მთელ დღეს ფიტნეს კლუბში ატარებს,თუმცა ხშირ შემთხვევებში შედეგი არასახარბიელოა.არც თუ იშვიათად შურით ვუყურებთ ცისფერი ეკრანებიდან მომღიმარ მომღერლებსა და მსახიობებს,რომელთაც ზედმეტი წონა არ აწუხებთ.სინამდვილეში მათი იდეალური ფორმები მუდმივი დიეტების შედეგია.დროდადრო ტრენაჟორების დარბაზში სტუმრობაც აუცილებელია.
მაკარონი,ბრინჯი,ღორისა და ცხვრის ხორცი,ბანანი,ქლიავი,თეთრი პური,ყველანაირი ცხიმი…ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროდუქტებისა,რასაც ცნობილი ადამიანები საკუთარ თავს უკრძალავენ.ჯულია რობერსთი იდეალურ წუნას ხაჭოსა და კარტოფილის დიეტით აღწევს.იგი ამტკიცებს,რომ ამ გასახდომი საშუალებით 3 დღეში 2 კილოგრამს იკლებს.კაილი მინოუგი გადადუღებული წყლის,მადონა-ლიმნის,ხოლო ნიკოლ კიდმანი ბოსტნეულისა და ხილის დიეტით ინარჩუნებენ უნაკლო სხეულს.
Skinny Cow-ს გამოკვლევების მიხედვით,წონის დასარეგულირებლად სატრენაჟორო დარბაზში სიარული და რთული დიეტის დაცვა აუცილებელი სულაც არ არის.”შოპინგი”-აი,ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება.გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა,რომ საყიდლებზე სიარულის დროს ქალის ორგანიზმი ყოველწლიურად 48 000 კალორიას წვავს,ანუ სეზონზე 12 000.3000გამოკითხული ქალიდან 52%-მა აღიარა,რომ “შოპინგის” დროს უფრო იღლება,ვიდრე ფიტნეს კლუბში ვარჟიშის შემდეგ.
ბევრი მიმდევარი ჰყავს,ე.წ. “ფერად დიეტას”.მისი მთავარი არსი ის არის,რომ კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი ფერის საკვები უნდა მიირთვათ,მომდევნო კვირას კი ფერი უნდა შეცვალოთ.არსებობს შოკოლადის,გრეიფუტის,კეფირის,ღვინის,ლიმნის წვენისა და სხვა უამრავი დიეტა.არჩევანი თქვენზეა.სანამ დიეტის დაცვას გადაწყვეტთ,გაითვალისწინეთ,რომ იგი ეჭვიანი შეყვარებულივითაა-ღალატს არ გაპატიებთ.როგორც კი მის წესებს დაარღვევთ-დაკარგული კილოგრამები უკან დაგიბრუნდებათ.

ნათია ცისკარაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: