Gabrielle Bonheur „Coco“ Chanel


გაბრიელ ბონეერ „კოკო“ შანელი (Gabrielle Bonheur „Coco“ Chanel) (დ. 19 აგვისტო, 1883 — გ. 10 იანვარი, 1971) —მოწინავე ფრანგი მოდის დიზაინერი, რომლის თანამედროვე ხედვამ, მამაკაცის სამოსისგან შთაგონებამ და ძვირადღირებული უბრალოებისკენ ლტოლვამ ის მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა გახადა. ის იყო ცნობილი ბრენდის, შანელის დამაარსებელი. მოდაზე თავისი ექსტრაორდინალური გავლენის წყალობით შანელი, ერთადერთი ამ სფეროდან ჟურნალ TIME-ის მე-20 საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მოხვდა.
კოკო შანელი დაიბადა 1883 წელს დასავლეთ საფრანგეთში, იგი ადრეულ ასაკში დაობლდა. რის შემდეგაც იზრდებოდა მონასტერში, სადაც შეისწავლა ჭრა-კერვა. მონასტრის დატოვების შემდეგ იგი მღეროდა კაბარე �როტონდაში�, სადაც მოიპოვა წარმატება და ფული. აქ დაერქვა მას მეტსახელი კოკო და გაიცნო მდიდარი ოფიცერი ეტიენ ბალზანი.
რატომ კოკო?
როცა გოგონა 14 წლის გახდა, მაშინ საოცრად გამხდარი, ლამის ჩონჩხი იყო და კოკო ანუ წიწილა შეარქვეს.

კოკოს ძალიან სურდა სიღარიბისგან თავის დაღწევა, ამიტომ დათანხმდა ეტიენს და გაყვა რუაიოს ციხესიმაგრეში საცხოვრებლად. კოკოს მუდმივად სხვის ხარჯზე ცხოვრება არ სურდა, ამიტომ მან დაიწყო ქალის შლაპების კერვა საკმაოდ წარმატებულად და ეტიენმა მას საკუთარი მაღაზია გაუხსნა. ცოტა ხანში მან გაიცნო შეძლებული ინგლისელი არტურ კეიპელი და გაყვა მას. წერდნენ, რომ არტური მისი ერთადერთი დიდი სიყვარული იყო, რომელსაც ყველაფერს პატიობდა, სხვაზე ქორწინებასაც კი. იგი დიდხანს გლოვობდა არტურის ტრაგიკულ სიკვდილს ავარიის შედეგად. არტური დაეხმარა მას დაეწყო თავისი ცხოვრების მთავარი საქმე-ტანსაცმლის მოდელების შექმნა.
1910 წელს პარიზში კამბონის ქუჩაზე კოკო შანელმა გახსნა საკუთარი პატარა მაღაზია. იგი შემდგომში იტყვის: �მე შევძელი საკუთარის სახლის შექმნა, რადგან მინახავდა ორი მამაკაცი�.

მას პარიზში გამეფებული მოდა მეტისმეტად საგანგებოდ მოეჩვენა -ტუალეტის მყვირალა ფუფუნება, რომელზეც იხარჯებოდა უამრავი ქსოვილი, რთული ვარცხნილობები, დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა, კორსეტის არაბუნებრივი ფორმა. პარიზის ოპერაში სიარულისას დიაგილევის �რუსული სეზონის� დროს, იგი აკვირდებოდა თეატრის ნიჭიერი მხატვრებს, როგორიც იყო ლ.ბაქსტი, ნოვატორულ იდეებს. ბალეტში �თამაში� სტრავინსკის მუსიკაზე, იგი გააოცა და ამასთან ძალიან მოეწონა ტენისის მოთამაშეთა იმ დროისთვის შეუფერებელმა მოკლე ქვედაბოლოებმა.

მისმა წინათგრძნობამ, XX ს-ის მოთხოვნათა შეგრძნებამ, როცა მოდა აღარ შეესაბამებოდა საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებს, საშუალება მისცა კოკოს შეჭრილიყო ქალთა ცხოვრებაში, შეექმნა ქალის ახალი სახე, ტანსაცმლის ახალი ტრადიციულისგან განსხვავებული მოდელები.
1917 წელს შანელი ,,გრანდ-ოპერის” პრემიერაზე თავისი ცნობილი მოკლედ ვარცხნილობით გამოჩნდა. თმა მოკლედ, ლამის ბიჭურად ჰქონდა შეკრეჭილი, რამაც მაშIნდელი საზოგადოება გააოგნა. როგორც შემდეგ გაირკვა, გაზის გამათბობელი აფეთქებულა და კოკოს რამდენიმე კულული შეუწირავს. კოკოს მაკრატელი აუღია და მთლიანად შეუჭრია თმა. ამით მან ისეთი ფურორი მოახდინა, რომ მეორე დღესვე პარიზის მოდის მიმდევრებმა თმა მოკლედ შეიკრიჭეს.
1907 წელს ეტიენ ბალზამმა შანელი პარიზში წაიყვანა. ეტიენის მთელი ფული კოკომ თავისი ატელიეს გახსნას მოახმარა. თვითონ კი ნორმალური ტანსაცმელიც არ ჰქონდა და ქმრის გარდერობიდან შეარჩია სამოსი – საჯირითო შარვალი, ჯემპრი და ჰალსტუხი. მალე ისე მოეწონა ასე ჩაცმა, რომ მსოფლიოს ყველა ქალს “აიძულა” შარველბით შემოსილიყვნენ!
ბევრი ელიტური ქალბატონი დღემდე შანელის კოსტიუმებით იმოსება და მისი ვარცხნილობით იწონებს თავს, იმიტომ რომ შანელი ყოველთვის მოდაშია.

ვარსკვლავები შანელის კაბებში

დატოვე კომენტარი